რიო-დე-ჟანეიროს მეტროში ნარკოტიკების ტრეფიკერების წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაციისას სულ მცირე 23 ადამიანი გარდაიცვალა. “BBC“-ის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არის პოლიციელიც.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ოპერაციაში 200-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა.
რიო-დე-ჟანეირო ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ქალაქია და ტერიტორიის დიდ ნაწილს დამნაშავეები აკონტროლებენ, მათი უმეტესი ნაწილი გავლენიან ნარკო-დაჯგუფებებთან არის კავშირში.