LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამოხვანში გაუჩინარებული კაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება: დღეიდან გუმათჰესების კასკადსა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბარებს წყლისგან დაცლიან

60
untitled-design-2021-05-06t104649-356

სოფელ ნამოხვანში, 10 აპრილს გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 9 მაისამდე გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბრების წყლისგან დაცლა იგეგმება.

„ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.

აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები