ჩინური გამოცემა Global Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კონტროლიდან გამოსული რაკეტის, Long March 5B-ის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, საერთაშორისო წყლებში მოხვდება, ჩინეთის საგარეო საქმეთა პრესსპიკერი ვან ვენბინი ეხმიანება და აცხადებს, რომ ჩინური რაკეტის ნამსხვრევების უმეტესობა დაიწვება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე ზიანი გამოიწვიოს.
დედამიწაზე შესაძლოა 22-ტონიანი უკონტროლო რაკეტა ჩამოვარდეს
პენტაგონი თვალს ადევნებს 22-ტონიან ჩინურ რაკეტას, რომელიც კონტროლიდან გამოსულია. როგორც ამერიკული მედიასაშუალებები იუწყებიან, ხომალდი დედამიწას უახლოვდება და შესაძლოა მისმა ნამსხვრევებმა პლანეტის ატმოსფეროში შემოაღწიოს. მეტიც, არ არის გამორიცხული, ამ კვირის ბოლომდე ჩამოვარდეს.