პენტაგონი თვალს ადევნებს 22-ტონიან ჩინურ რაკეტას, რომელიც კონტროლიდან გამოსულია. როგორც ამერიკული მედიასაშუალებები იუწყებიან, ხომალდი დედამიწას უახლოვდება და შესაძლოა მისმა ნამსხვრევებმა პლანეტის ატმოსფეროში შემოაღწიოს. მეტიც, არ არის გამორიცხული, ამ კვირის ბოლომდე ჩამოვარდეს.
შეშფოთებას რაკეტის ზომა იწვევს – ის სიგრძეში დაახლოებით 30 მეტრია და 22 ტონას იწონის. ამ დროის მონაცემებით, აღნიშნული რაკეტა კოსმოსში 29 000 კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება.
ამასთან, პენტაგონის თქმით, იმის განსაზღვრა, თუ სად ჩამოვარდება რაკეტა, ბოლო საათებამდე რთული იქნება. საუკეთესო შემთხვევაში, ის წყნარ ოკეანეში ჩავარდება, რომელიც დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 70%-ს შეადგენს.