LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენტაგონი: ხერსონში უკრაინის კონტრშეტევა იმედისმომცემ ნიშნებს იძლევა

67
sa

ხერსონში უკრაინის კონტრშეტევა იმედისმომცემ ნიშნებს იძლევა, თუმცა წინ სავარაუდოდ ხანგრძლივი ბრძოლაა,- ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწემ, საშა ბეიკერმა 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც უცხოური მედია წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პენტაგონის წარმომადგენელმა უკრაინის ძალების ოპერაციას „კონტრშეტევა“ უწოდა.

ზელენსკი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კონტრშეტევის პროგრესს. ვფიქრობ, ჩვენ ვნახეთ გამამხნევებელი ნიშნები, რა თქმა უნდა, თუნდაც ბოლო ორი დღის განმავლობაში, მაგრამ კიდევ ერთხელ, რუსები სერიოზული მოწინააღმდეგეები არიან. ვფიქრობ, ხანგრძლივი ბრძოლა გველის“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, საშა ბეიკერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები