ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს და კონტროლი დაამყარეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ჩვენი არმია, უკრაინის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე ოპერატიული მიმართულებით წარმატებით აგრძელებს აქტიურ მოქმედებას.
მადლობა ჩვენს ბიჭებსა და გოგოებს, მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან! “ ,- აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ეტაპობრივად მყარდება კონტროლი ახალ დასახლებებზე და ყველგან უკრაინის დროშას აბრუნებენ.