LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია: 9 მაისს ვაკის პარკში ტრადიციული ღონისძიებები არ გაიმართება

269
vakis parki, ვაკის პარკი

თბილისის მერიის ინფორმაციით, 9 მაისს ვაკის პარკში ტრადიციული ღონისძიებები არ გაიმართება. ამის მიზეზად თბილისის მერია ვაკის პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურის და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი.

ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო: როგორი იქნება განახლებული პარკი

„სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკში, წელს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართება. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, წელს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურის და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

magti 5g