თამარ ლეკვეიშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლას ეხმიანება და წერს იმის შესახებ, რაც ციხის დატოვების შემდეგ, ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ყველას მოხვდა თვალში – ეს მისი წონის შესამჩნევი კლებაა. პოლიტიკოსმა ექვსთვიანი პატიმრობისას 24 კილო დაიკლო. როგორც თავად ამბობს, ერთხელ ჭამდა, ძირითადად, სუპებს.
თამარ ლეკვეიშვილი წერს:
„მელიას ტანზე თუ გამოვალ, მეც ჩავჯდები ერთი 6 თვით“.
იუმორისტის ამ სტატუსმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
კობა ბარათელი წერს: „დახვრეტა გააუქმეს და მე მუდმივიც არ მიშველის…“
„მაგიტომ არ იხდიდა გირაოს. იცოდა, რომ კარგ ტანს დაიყენებდა, უგულავა ჰყავდა მაგალითად“.
„ერთი-ორი ანტიქოცური პაროდია და იქ ხართ…“