ისრაელში შექმნილი ვითარების განსამუხტად დღეს გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება.
ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა, მათ შორის, 10 ბავშვია. ისრაელი ირწმუნება, რომ მოკლულია “ჰამასის” 2 ლიდერიც.
მსხვერპლია ებრაულ მხარესაც. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ისრაელის ქალაქ ლოდში, სადაც სასაზღვრო პოლიცია გაგზავნეს. არეულობაა ისრაელის სხვა ქალაქებში – ადგილობრივი არაბები დემონსტრაციებს მართავენ
ღაზის სექტორში 35 ადამიანი დაიღუპა, ისრაელში კი – 5
საჰაერო დარტყმების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა ისრაელში