LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილიპა თუ დაიანა –  პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილის სახელზე ფსონები იდება

196
meganhr45

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დღედღეზე მეორე შვილს ელოდებიან. უკვე ცნობილია, რომ წყვილი გოგონას ელოდება, ამის შესახებ მათ ოპრა უინფრიასთან ინტერვიუში განაცხადეს. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ფანების მთავარი საფიქრალია, რას დაარქმევენ მეუღლეები ახლაშობილს. ტოტალიზატორები უკვე სთავაზობენ მომხმარებლებს ფსონებს პოპულარულ სახელებზე.

პირველ ადგილზეა სახელი ფილიპა, რომელსაც ყველაზე მაღალი ფსონი აქვს. ბევრი მიიჩნევს,  რომ ამით მეუღლეები პრინცი ჰარის ბაბუას მიაგებენ პატივს, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. საინტერესოა, რომ ფილიპი პრინცესა ევგენიას ვაჟის მეორე სახელიც გახლავთ. ასევე სავარაუდო სახელებს შორისაა დაიანა და ელისაბეთი. ასევე დომინირიებს ალეგრა, ალექსანდრია, გრეისი და ემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g