LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახმელეთო საზღვრები მესამე ტალღის დასრულების შემდეგ გაიხსნება – მინისტრი

59
183168779-4006082142814748-3362123992393026307-n

ეკონომიკის მინისტრის თქმით, სახმელეთო საზღვრების გახსნა იგეგმება და ეს უახლოესი რამდენიმე კვირის თემაა.

„სახმელეთო საზღვრების გახსნა, ზოგადად, იგეგმება, მაგრამ ვადებში ეს მესამე ტალღის დასრულებას უნდა დაემთხვას. ალბათ, უახლოესი რამდენიმე კვირის თემაა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრს დღეს ჟურნალისტებმა ისიც ჰკითხეს, იგეგმება თუ არა ზაფხულის კურორტების სრულად გახსნა და რამდენად გაკონტროლდება ეპიდსიტუაცია.

„ვაქცინაციის გაძლიერებული პროგრამის მეშვეობით, გვინდა, ზაფხულის სეზონი ჩავატაროთ შესანიშნავად, კარგად და მაღალ დონეზე, როგორც – ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტებისთვის”, – დასძინა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g