ნოვოსიბირსკის ოლქში ფეხსაცმლის ფაბრიკაში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.
შემთხვევა ჩერნორეჩენსკის დასახლებაში მოხდა. ხანძარი 2000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. დაღუპულთა უმრავლესობა ჩინელი მუშები არიან.
წინასწარი მონაცემებით, ხაძრის სავარაუდო მიზეზებად ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობა და მოკლე ჩართვა სახელდება.