LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

103
Svedlovski

სვერდლოვსკის ოლქში მომხდარი ხანძარი ტრაგიკული შედეგით დასრულდა.  რუსული მედია იტყობინება, რომ სახლში, სადაც 7 შვილიანი ოჯახი ცხოვრობდა ცეცხლი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა.

გარდაცვლილები არიან რამდენიმე თვის ჩვილი, 7 წლის გოგონა, 6, 4, 2 წლის ბიჭები.

ორმა ბავშვმა გადარჩენა მოახერხა. ისინი დედასთან ერთად კლინიკაში არიან გადაყვანილი, მათ სხეულის დამწვრობები აქვთ მიღებული.

ხანძარი 15 აპრილის ღამეს სოფელ ბიზოვოში მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები