LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რ2-ის საქმეზე აქიმიძე და დვალი ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ, სალია კი ამბობს, რომ მოთხოვნა სამართლის სტანდარტებთან შეუსაბამოა

69
BeFunky-collage (8)

“რუსთავი 2“-ს დამფუძნებლები ტელეკომპანიის ქონების 60%-იანი წილის დაყადაღებას ითხოვენ. ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი აცხადებენ, რომ კომპანიის ქონება, შესაძლოა გადამალონ. დღეს, საქალაქო სასამართლოში “რუსთავი 2-ის” საქმის წინა სასამართლო სხდომა ორ საათს გაგრძელდა.

მოსარჩელე მხარემ მტკიცებულებების გადაცემა და მოწმეების დამატება მოითხოვა, მათ შორის,  შუამდგომლობა ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვაზეც დააყენეს.

“მოწმეების ნაწილი იყო პირდაპირი მომსწრე იმ იძულების და ზეწოლის, რაც 2004 წელს ხდებოდა მოსარჩელეებზე. მათ შორის, ჩვენ მოვითხოვეთ ბიძინა ივანიშვილის მოწმის სახით დაკითხვა, სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა სხვა მოწმეებთან დაკავშირებით დააკმაყოფილა, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით – არა,”- განაცხადა ტელეკომპანიის დამფუძნებლების უფლებადამცველმა, კახა კოჟორიძემ.

სამაუწყებლო კომპანიის დამფუძნებლის, დავით დვალი კი იმედოვნებს, რომ სამართალი აღდგება და კუთვნილ წილს 60 %-ს დაიბრუნებენ.

” ეს ქონება უკვე დეკლარირებულად და ოფიციალურად ახალი ჰოლდინგის ხელში გადადის. ინტელექტუალური რესურსი გადადის, სიხშირე გადადის და ა.შ აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს მკვეთრი მტკიცებულებები იმისა, რომ ეს არის საფრთხე და ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ამ პროცესის შეჩერება”, – განაცხადა დავით დვალმა.

“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლების განცხადებას ტელეკომპანიის ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ უპასუხა და თქვა, რომ დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნა – სასამართლოზე ბიძინა ივანიშვილის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ, კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და სამართლის სტანდარტებში არ ჯდება.

“ორი პირი, უშუალო მონაწილე იმ პროცესებისა, როგორც აღწერენ ბატონი ჯარჯი და ბატონი დავითი მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა, მათი როგორც მოწმის სახით დაკითხვაზე ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ. მესამე მოწმე იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის დაკითხვაც ბატონმა კოჟორიძემ მოითხოვა, ამ შემთხვევაში ვვარაუდობთ, რომ ივანიშვილს შეიძლება ვიღაცისგან მიღებული ინფორმაცია ჰქონდეს, რაც არ ჯდება იმ სტანდარტში, რაც მოწმის დაკითხვას გულისხმობს,” – განაცხადა პაატა სალიამ.

მისი თქმით, ახალ ხელმძღვანელობას ტელეკომპანიაში როგორც ბიუჯეტის, ისე კერძო კრედიტორების მიმართ დიდი დავალიანება დახვდათ. როგორც სალიამ თქვა, როცა შეფასდება “რუსთავი 2-ის” რეალური ღირებულება, რა თქმა უნდა, იმ ვალდებულებების გათვალისწინებით რაც აქვს, თუ “რუსთავი 2-ის” ღირებულება 10 მილიონ დოლარად შეფასდება, მეორე მხარეს  90 მილიონი დოლარის შეტანის ვალდებულება ექნება და ამით კომპანია გაძლიერდება.

“იმ კრედიტორებმა, რომლებმაც შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ამოცანა აქვთ დააზიანონ სხვაგვარად ვერ ვხსნი, იმიტომ, რომ არანაირ მორიგებაზე არ მოდიან, ამ შემთხვევაში შეიძლება გაკოტრების წინაშე დავდგეთ. ეს, რომ თავიდან ავიცილოთ და “რუსთავი 2-მა” შეინარჩუნოს ღირებულება და გააგრძელოს საქმიანობა, ამისთვის კეთდება,”- აღნიშნა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორმა.

პოპულარულები