ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ერთ საინტერესო ფაქტზე წერს.
ავოკადოს შესახებ მისმა დაკვირვებამ შესაძლოა ვეგეტარიანელები ჩააფიქროს.
“ნახევრადგაჭრილ ავოკადოს თუ კურკას დაუტოვებთ გულში და ისე გადააკრავთ ცელოფანს და შეინახავთ, ტყუვდება, თავი ისევ ცოცხალი და მთლიანი ჰგონია და დიდხანს არ ფუჭდება. ისე შემეცოდა, გადავირიე. როგორ არ მესმის მათი, ვისაც მცენარე სხვა სულიერებზე ნაკლებსულიერი ჰგონია. არანაირი აზრი არა აქვს ვეგანობას. რაც არ უნდა ჭამო, მაინც სიცოცხლისჭამია ხარ”, – წერს ფანჯიკიძე.