ჩინეთს ტორნადომ გადაურა. შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი დაშავდა.
ტორნადომ განსაკუთრებით დააზიანა ქალაქი უხანი, სადაც 8 ადამიანი დაიღუპა, 27 საცხოვრებელი სახლი დაანგრია და 400 ზე მეტი შენობა დააზიანა.
”მე უხანში გავიზარდე და მსგავსი რამ არასოდეს მინახავს, ძალიან ექსტრემალური ამინდია”, – აცხადებენ მოქალაქეები.
ქარის გადაადგილების სიჩქარე 100 კილომეტრ-საათში იყო.