LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომელი მუტირებული შტამი ცირკულირებს ქვეყანაში“ – ინდური შტამი უკვე დიდ ბრიტანეთშიც დაფიქსირდა

179
ამირან 33

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო 4 დღის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა, თუმცა სიკვდილიანობა ჯერჯერობით მაღალია.

ამასთან, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, ქვეყანაში ძირითადად კორონავირუსის ბრიტანული შტამი ცირკულირებს, თუმცა გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სხვა შტამებიც გავრცელდეს.

“ბოლო 4 დღის განმავლობაში შეიმჩნევა ოდნავ დადებითობის მაჩვენებლის სვლა ქვემოთ. ახლა პიკურ პერიოდს გავდივართ და თანდათან ეს ყველაფერი უნდა შემცირდეს, თუმცა, სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობა მაღალი გვაქვს ჯერჯერობით სამწუხაროდ.

ალბათობა მუტირებული შტამების გავრცელების, რა თქმა უნდა, არის. გუშინდელი მონაცემებით, უკვე ბრიტანეთშიც გამოჩნდა ინდური შტამი, რომელიც კიდევ უფრო ადვილად ვრცელდება.

ჩვენთან ძირითადად, 90% ცირკულირებს ბრიტანული შტამი, თუმცა ალბათობა იმისა, რომ სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური ან ინდური შტამი გაჩნდეს, ამის რა თქმა უნდა არსებობს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები