LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პრინციპული საკითხები შეჯერებულია: იაგო ხვიჩია

47
იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პრინციპული საკითხები შეჯერებულია.

აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებთან საარჩევნო რეფორმაზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა და თქვა, არსებობს საკითხები, რაზეც დისკუსია კვლავ მიმდინარეობს, თუმცა, ეს საკითხები კანონპროექტის შინაარსს ფუნდამენტურად ვერ შეცვლის. მისი თქმით, ერთ- ერთი ასეთი საკითხი ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხია.

„ჩვენ შეხვედრები გვაქვს კანონპროექტის პრინციპებზე, მიუხედავად იმისა, რომ კამათი არსებობს რამდენიმე საკითხზე ვიწრო კონტექსტით, ვფიქრობ, კონსენსუსის მიღწევა იქნება შესაძლებელი.

ამ წუთისთვის ყველაფერზე შევჯერდით და რაზეც ვერ შევჯერდით, ვთქვით, რომ გავაგრძელებთ კომიტეტზე მსჯელობას. პრინციპული საკითხები შეჯერებულია, არსებობს საკითხები, რაზეც დისკუსია მიმდინარეობს, მაგრამ  კანონპროექტის შინაარსს ეს ფუნდამენტურად  ვერ შეცვლის,”- განაცხადა ხვიჩიამ.

დღეს, დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია – საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და მოადგილესთან დაკავშირებული შეკითხვები: ხათუნა სამნიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g