საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ჭანტურია, გარდაიცვალა.
ჭანტურია საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას მისი დაარსების დღიდან 2004 წლის სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა. იგი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს და მათ განხორციელებას კურირებდა.
გიორგი ჭანტურია ღირსების ორდენითაა დაჯილდოებული.