LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი ჯანსაღი დისკუსიის რეჟიმში, შეურაცხყოფების გარეშე რომ განხილულიყო უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა, ვიდრე დღეს დასტრესილი ავტორები, გამომცემლობა: გიორგი ჭანტურია

128
unnamed (2)

საზოგადოების ნაწილის პროტესტს მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან იმ ნაწილის ამოღებასთან დაკავშირებით, რომელიც იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, „ვარდების რევოლუციას“ და ბიძინა ივანიშვილს ეხება განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია აფასებს.

როგორც „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესში გაკეთდეს ინვესტირება, როგორც დროის ისე რესურსის, ვიდრე შემდგომ შეფასებებში.

„შეფასება არის პოსტ ფაქტუმ პროცესი, ამიტომ აუცილებელია წინასწარ მეტი დრო, ენერგია და რესურსი ჩავდოთ შემუშავების პროცესში, რომ შემდგომ მსგავსი რაღაცეებისგან თავი დავიზღვიოთ.

მეორე მხრივ, ნებისმიერი ტიპის სახელმძღვანელოში შეიძლება გვქონდეს რაღაც ტიპის სუბიექტივიზმი, ამისთვის მნიშვნმელოვანია, რომ პროფესიული ჯგუფები, მასწავლებლები და ის ადამიანები, ვინც განათლების სფეროზე მუშაობენ, იყვნენ პროცესში ჩართულები და გვქონდეს ჯანსაღი კონსტრუქციული საუბარი, დისკუსია და არა მაგალითად ლანძღვა და შეურაცხყოფა.

დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი ჯანსაღი დისკუსიის რეჟიმში, შეურაცხყოფების გარეშე რომ განხილულიყო უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა, ვიდრე დღეს დასტრესილი ავტორები, გამომცემლობა.

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ავტორების გაძლიერებაზე და მეორე მხრივ, ჯასნაღი გარემო შევქმნათ, რომ ასეთი რაღაცეებისგან დაზღვეულები ვიყოთ“, – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

განათლების სამინისტროს განმარტება ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერებთან დაკავშირებით

ცნობისათვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, „ვარდების რევოლუციას“ და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში „ვარდების რევოლუციის“ როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.

აქ ერთი დიდი შეცდომაა, ივანიშვილზე ქველმოქმედი კი არა „გველმოქმედი“ უნდა ეწეროს: შალვა ნათელაშვილი

გაურკვეველია, რაზე ხდება აჟიოტაჟის ატეხვა, როდესაც მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი: ფინანსთა მინისტრი ისტორიის სახელმძღვანელოზე

როგორც გვასწავლიდნენ ბელადებზე, ისეა ახლაც – საბჭოეთი არსად წასულა ამ სისტემისგან: ხათუნა სამნიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები