LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც გვასწავლიდნენ ბელადებზე, ისეა ახლაც – საბჭოეთი არსად წასულა ამ სისტემისგან: ხათუნა სამნიძე

148
სამნიძე

მე-9 კლასის სკოლის სახელმძღვანელოში არსებული ჩანაწერს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ „სინამდვილეში არაფერი შეცვლილა და როგორც მათ ასწავლიდნენ ბელადებზე, ახლაც საბჭოეთი არსად წასულა ამ სისტემისგან“.

ხათუნა სამნიძე ბათუმის პირველი სკოლის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც თავადაც სწავლობდა და წერს, რომ სკოლაში უარესი გარემოა, რადგან ჯერ კიდევ საბჭოეთია.

ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო: ელენე ხოშტარია

„სინამდვილეში, არც არაფერი შეცვლილა. როგორც გვასწავლიდნენ ბელადებზე, ისეა ახლაც – მორიგი ბელადის დიდება სახელმძღვანელოებში საბჭოეთი არსად წასულა ამ სისტემისგან. არც იმ შენობებიდან, სადაც ამ ყველაფერს ასწავლიან.

ეს ჩემი სკოლის, ბათუმის პირველი სკოლის (ახლა მეორეა) ფოტოებია. არჩევნებისას უბანს ვაკვირდებოდი და აღმოვაჩინე, რომ იგივე კი არა, უარესი გარემოა; ძალიან, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ საკლასო ოთახები უკეთესად მოწყობილი ნამდვილად იყო ჩემი ბავშვობისას…. ერთი სარკე დამხვდა და ის იატაკი იგივე, კედელი კი ააჭრელეს გემოვნებიანებმა ტირილი მომინდა, ასე როგორ მეათასე ადგილასაა ამ ხელისუფლებისთვის განათლება და ბავშვები

ჰოდა, საბჭოეთია ჯერ. ჯერ კიდევ და ამ ხელისუფლების ხელში კიდევ იქნება, სად წავა, როცა ექვთიმე თაყაიშვილიაო განათლების მინისტრი საპარლამენტი ტრიბუნიდანაც გვიმტკიცებს“, – წერს ხათუნა სამნიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g