მე-9 კლასის სკოლის სახელმძღვანელოში არსებული ჩანაწერის გამო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის „დიდებას“ ეხება, პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ „ხვალიდან, შედეგის მიღწევამდე იწყებს სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო“.
ელენე ხოშტარია საზოგადოებას, ვისაც აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვის სურვილი აქვს, გამოხმაურებისკენ მოუწოდებს.
„მეგობრებო, ხვალიდან და შედეგის მიღწევამდე ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო.
ყველა, ვისაც ამ თემაზე გაქვთ პროტესტი გამოგვეხმაურეთ, ყველა იპოვით თქვენ ადგილს ამ პროტესტში, იქნება ბევრი ფორმით.
598 642 956 მოგვწერეთ დაგვირეკეთ დავორგანიზდეთ და შევუტიოთ! ეს ყველას გვეხება.
ამ საბჭოთა სიმახინჯეზე მიიღებთ პასუხს, თან მწარეს! არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება.
სკოლის სახელმძღვანელოში ბელადის დიდება მოინდომეს“, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.