მე-9 კლასის სკოლის სახელმძღვანელოში არსებული ჩანაწერს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმიანება და წერს, რომ ბიძინა ივანიშვილზე წიგნში არა ქველმოქმედი, არამედ „გველმოქმედი“ უნდა ეწეროს.
მისივე განცხადებით, მსოფლიოში არსებულ ყველა გველს იმდენი ვნება არ მიუყენებია კაცობრიობისა და მით უფრო ქართველი ხალხისთვის რაც ამ ბოროტებამ [ბიძინა ივანიშვილმა] ჩაიდინა.
„აქ ერთი დიდი შეცდომაა, ივანიშვილზე ქველმოქმედი კი არა „გველმოქმედი“ უნდა ეწეროს. თუმცა მსოფლიოში არსებულ ყველა გველს იმდენი ვნება არ მიუყენებია კაცობრიობისა და მით უფრო ქართველი ხალხისთვის რაც ამ ბოროტებამ ჩაიდინა. მარტო ათეულ ათასობით მისეულ კოვიდ-გენოციდის მსხვერპლთა ცხედრები სახეზე ან უკვე სასაფლაოზეა. ასე,რომ ბოდიში გველებთან“, – წერს შალვა ნათელაშვილი.
როგორც გვასწავლიდნენ ბელადებზე, ისეა ახლაც – საბჭოეთი არსად წასულა ამ სისტემისგან: ხათუნა სამნიძე