LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა მჯეროდეს, რომ პოლიტიკური ბატალიები თბილისის განვითარებაზე არ იმოქმედებს და ის საშინელი, ქაოსური პროცესი, რაც გამოვიარეთ, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა: კალაძე

51
კახა კალაძე

“მინდა მჯეროდეს, რომ ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე, წინსვლაზე, რეფორმებზე და ის საშინელი, ქაოსური პროცესი, რაც თითქმის 30 წლის განმავლობაში გამოვიარეთ, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერიის 4 – წლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

დედაქალაქის მერმა თბილისში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა, მათ შორის, ხაზი ურბანულ მიმართულებას გაუსვა და თქვა, რომ ურბანული მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა.

როგორც კახა კალაძემ თქვა, დღეს ურბანული პოლიტიკის მიმართულებით თბილისი არის ბევრად უფრო მოწესრიგებული, კომფორტული და გამწვანებული ქალაქი. მისივე თქმით, რაც მთავარია, ქალაქს აღებული აქვს სწორად განვითარების გეზი.

თბილისის მერის განცხადებით, აღარასდროს დავუბრუნდებით წარსულ პრაქტიკას, როდესაც გადაწყვეტილებების მიღება ქაოსურად ხდებოდა, თბილისისა და თბილისელების წინააღმდეგ, რაც მისი სიტყვებით, ყველასთვის დამაზიანებელი იყო.

“რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს ძალიან ბევრი გამოწვევა, რაც 20-30 წლის განმავლობაში დაგროვდა, თუმცა, მთავარია მონდომება, თქვენი მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ და ამ ერთიანობით ყველა გამოწვევას აუცილებლად გავუმკლავდებით.

ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ თითოეული თბილისელის წინაშე, რას ვგეგმავდით და როგორ შევასრულეთ ჩვენი დაპირებები. ბევრი პრობლემის, გამოწვევის და კოვიდპანდემიის მიუხედავად, ჩვენ მუხლჩაუხრელად ვიმუშავეთ“. – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც გუნდმა შექმნა, ეს არის საფუძველი იმისა, თუ როგორ თანმიმდევრულად უნდა განხორციელდეს ყველა რეფორმა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რაც აუცილებელია ევროპული თანამდეროვე დედაქალაქის სწორად ფუნქციონირებისთვის, მოქალაქეების უსაფრთხო ცხოვრებისათვის.

კალაძე იმედოვნებს, რომ მისი მერობის დროს დაწყებული რეფორმები, მომავალშიც შეუფერხებლად განხორციელდება.

“მომავალში, ამ რეფორმების გაგრძელებით დარწმუნებული ვარ, რომ წლების შემდეგ, თბილისი იქნება გამართული ურბანული პოლიტიკის მატარებელი ქალაქი – თანამედროვე სატრანსპორტო ქსელით, მწვანე ზონებით, ეკოლოგიურად სუფთა და ჰარმონიული გარემოთი.

მინდა მჯეროდეს, რომ ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე, წინსვლაზე, არ იმოქმედებს რეფორმებზე და ის საშინელი, ქაოსური პროცესი, რაც თითქმის 30 წლის განმავლობაში გამოვიარეთ, საბოლოოდ წარსულ ჩაბარდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძეზე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა, რაც შეეხება უალტერნატივობას, ასეთი ბუნებაში არ არსებობს: დავით სერგეენკო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g