ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოსალოდნელია, რომ საქართველომ მოკლე ხანში COVAX პლატფორმასთან “ჯონსონ & ჯონსონის” და “ნოვავაქსის” დოზების მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყოს.
“მოსალოდნელია, რომ COVAX პლატფორმასთან საქართველომ მოკლე ხანში,”ჯონსონ & ჯონსონის”და “ნოვავაქსის” დოზების მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყოს. ასევე “ფაიზერის” დოზების თემაზე სერიოზული წინსვლაა და დაზუსტებულ ინფორმაციას ველოდებით. ამასთან, მიდის მუშაობა “სინოფარმის” დამატებითი დოზების მობილიზებაზე,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.