50 წლის ტოპ-მოდელი, ნაომი კემპბელი დედა პირველად გახდა. ვარსკვლავმა აღნიშნული ინფორმაცია “ინსტაგრამის” საშუალებით გაავრცელა. მას ხელებში ახალშობილი გოგონა უჭირავს.
,,პატარა, საოცარი საჩუქარი, რომელმაც დედად მე ამირჩია, ამაზე დიდი სიყვარული არ არსებობს”, – წერს ნაომი
შეგახსენებთ, ნაომიმ 4 წლის წინ განაცხადა, რომ დედა მაშინ გახდებოდა, როცა მას მოესურვებოდა. როგორც ჩანს, ნაომიმ საკუთარი კვერცხუჯრედი გაყინა და სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა.