ცოტა ხნის წინ მსოფლიოში ფუტკრების საერთაშორისო დღე აღინიშნა. 45 წლის ანჯელინა ჯოლი National Geographic-ის შეუერთდა, რათა საზოგადოებისთვის ფუტკრების სახეობის შენარჩუნების მნიშვნელობა განემარტა. მსახიობმა საოცარ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
ის ობიექტივში იყურებოდა, სახესა და გულ-მკერდზე კი ფუტკრები ეხვეოდა. მოგვიანებით ინტერვიუში ჯოლიმ განაცხადა, რომ დაკისრებული მისიის შესრულება მარტივი სულაც არ ყოფილა. მას გადაღებებამდე სამი დღე არ უნდა ებანავა.
„ძალიან უცნაური იყო, სამი დღე არ მიბანავია, რადგან პარფიუმის სურნელი ფუტკრებს აღიზიანებთ, აუცილებელია ფერომონები იყოს გამოყოფილი, ასე რომ სამი დღე დაუბანელი ვიყავი“, – განაცხადა მსახიობმა.