LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიტროპოლიტის 12 წლის დის შვილი გაკოჭეს, მეუფის სახლში ფულით სავსე ტომრებს ეძებდნენ – რა მოხდა სენაკში

170
მიტროპოლიტი საბა

ფულით სავსე ტომრების საძებნელად მიტროპოლიტის სახლს თავს დაესხნენ, მისი ოჯახის წევრები გაკოჭეს და დააბეს. სენაკში გახმაურებული ყაჩაღობის ახალ დეტალებს “კურიერი” ავრცელებს.

როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, საქმე ეხება სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტ საბა გიგიბერიას, რომლის სახლშიც ყაჩაღები ფულით სავსე ტომრებს ეძებდნენ. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა იცოდნენ, რომ მიტროპოლიტმა სახლში დიდი ოდენობით თანხა მიიტანა.

მიტროპოლიტის არასრულწლოვანი დისშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ თავდამსხმელებმა ხელ-ფეხი თოკებით შეუკრეს სასულიერო პირის დას, 90 წლის დედას, 12 წლის დისშვილს და დამხმარე ქალს.

“ერთ-ერთმა მაღალმა თავდამსხმელმა საწოლიდან აიღო ზეწარი, დანით დაანაწევრა და აღნიშნული ზეწრით შეგვიკრა ხელ-ფეხი. პისტოლეტიანმა თავდამსხმელმა ჩვენს დამხმარე ქალს უბრძანა გაჰყოლოდა მეორე ოთახში. ფეხებშეკრული გაიყვანა და უთქვამს, ვნახე მეუფე საბა, 5 დღის წინ, ორი დიდი ჩანთა ფულით მოვიდა სახლში და აქ დატოვაო. სხვადასხვა ოთახებში ეძებდნენ ფულს. საბოლოოდ მათ 100 ლარი და მობილური ტელეფონი წაიღეს,”- აღნიშნულია ჩვენებაში

თავდამსხმელები მიტროპოლიტის 12 წლის დისშვილს სთხოვდნენ ეღიარებინა, თუ სად ინახავდა მღვდელმთავარი ფულით სავსე ტომრებს.

როგორც საქმეში არსებული მასალებში წერია, მიტროპოლიტი უარყოფს მის სახლში ფულის არსებობას.

“სახლში არავითარი ორი ჩანთა, თუ პარკი არ მიმიტანია. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შევძლებდი ორი ჩანთისა, თუ პარკის ხელში დაჭერას. თავდასხმის დღეს, როგორც ჩვეულებრივ, სახლში ჩემი ოთახის კარი გასაღებით მქონდა ჩაკეტილი, როდესაც სახლში დავბრუნდი, კარი ისევ ჩაკეტილი დამხვდა და მე გავაღე. ჩემს ოთახში არცერთი თავდამსხმელი არ შესულა,”- აღნიშნულიაჩვენებაში.

ამ ეტაპზე, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი მხოლოდ ერთ პირს – რობერტ გოდერიძეს, თუმცა, სავარაუდო დამკვეთების და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ გამოძიება გრძელდება.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g