LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა რიყის დოქებზე: მარტივი არაა საკმაოდ ძვირად ღირებული ობიექტის გაყიდვა

61
rike23-850x560-2020-03-05-13-25-29-886047

არ არის ასეთი მარტივი საკმაოდ ძვირადღირებული ობიექტის გაყიდვა, – ასე უპასუხა ნათია თურნავამ კითხვას „რიყის დოქების“ გაყიდვაზე. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ის თანხა, რაც ეს ობიექტი დაუჯდა სახელმწიფოს ძალიან შორის არის იმ თეორიული საბაზრო ფასისგან, რომელიც მასში შეიძლება გადაიხადოს ინვესტორმა.

„თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პოტენციურ ინვესტორებთან. აუცილებლად მოხდება პრივატიზაცია და აუცილებლად ექნება თავისი გამოყენება ამ ობიექტს, რომელიც თბილისის ცენტრში მდებარეობს“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, „რიყის დოქები” 50%–იანი ფასდაკლებითაც ვერ გაიყიდა – აუქციონი მეოთხედ ჩაიშალა. ამჯერად ცნობილი ობიექტი 47.5 მლნ ლარად იყიდებოდა, თუმცა მას მყიდველი ისევ არ გამოუჩნდა. საუბარია 14 591.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობაზე. „რიყის დოქების“ გასაყიდად პირველი აუქციონი 2020 წლის გაზაფხულზე გამოცხადდა, მაშინ ობიექტის ღირებულება 95 მილიონ ლარს შეადგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g