მმართველი პარტიის წევრი, ბექა დავითულიანი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტს ეხმიანება და აცხადებს, რომ “ნამახვანჰესზე” დამოკიდებულია 75 სხვა ჰესის ბედი და მისი ჩაშლა ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებას ნიშნავს.
დავითულიანი ამბობს, რომ ჰესები უნდა აშენდეს ისე, რომ მოსახლეობას აუხსნან, თუ რა და რატომ არის უსაფრთხო:
მისივე განცხადებით, პროცესში ჩართულია ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების და გარემოს დაცვის გაერთიანება, რომელიც ამ საკითხს პირადად შეამოწმებს:
“მე ვფიქრობ, რომ ქვეყანას ერთადერთი მძლავრი ენერგეტიკული რესურსი აქვს ჰიდროენერგია, შესაბამისად, ჰესები უნდა აშენდეს. ჰესები უნდა აშენდეს ისე, რომ მოსახლეობისთვის იყოს ახსნილი, თუ რა და რატომ არის უსაფრთხო. ეს პროცესი ერთხელ უკვე ჩატარებულია და იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავარწმუნოთ, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების და გარემოს დაცვის გაერთიანება ჩართულია ამ პროცესში და ის პირადად შეამოწმებს ამ საკითხს.
ეს ეხება გარემოს დაცვის და უსაფრთხოების ნაწილს, რაც შეეხება დანარჩენ მოთხოვნებს, ამ მოთხოვნებში რატომ გადადიან ჩემთვის გაუგებარია, თუმცა ამ ნაწილშიც ვამბობ, რომ “ნამახვანჰესზე” დამოკიდებულია 75 სხვა ჰესის ბედი და ამის ჩაშლა ნიშნავს ამ ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებას.” – თქვა დავითულიანმა.
პოლიტიკოსების პოზიციები ჰესებთან დაკავშირებით, იხილეთ ვრცლად:
მინდა მიშა დავამშვიდო, მის მიერ აშენებული ლამაზი შენობები წყალში არ ჩაიძირება: გოცირიძე