LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმ „ენჯეო” სექტორს, რომელსაც ეკა გიგაური წარმოადგენს, 2%-იანი მხარდაჭერა აქვს… მათი ნებაა, კი ბატონო, წაიყვანონ – სულ ერთია ეკა გიგაური რას ილაპარაკებს ჩვენზე” – დავითულიანი სენატში დაგეგმილ მოსმენაზე ეკა გიგაურის მომხსენებლად მიწვევის შესახებ

397
ეკა გიგაური ბექა დავითულიანი

„აშშ-სგან ველოდებით, რომ დაიბარებს მათ აქტივს საქართველოში ეკა გიგაურის სახით და დაუსვამს იმ კითხვებს, რომელიც ფაქტობრივად, წინასწარ ექნებათ გავლილი” – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანმა ჟურნალისტებთან სენატში დაგეგმილ დღევანდელ მოსმენასთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მომხსენებლად არის მიწვეული:

„აშშ-სგან ველოდებით, რომ დაიბარებს მათ აქტივს საქართველოში ეკა გიგაურის სახით და დაუსვამს იმ კითხვებს, რომელიც ფაქტობრივად, წინასწარ ექნებათ გავლილი. ეკა გიგაური კი იმას უპასუხებს, რაც იმ ქვეყანაში კონკრეტულ სამსახურებს უნდა, რომ მოისმინოს. ჩვენ ახლა იმ მდგომარეობაში ვართ, რაზეც არაერთხელ გვილაპარაკია. ჩვენ გვაქვს ერთგვარი დაძაბულობა ურთიერთობებში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველო არ თანხმდებოდა და ჯერ კიდევ არ თანხმდება რაღაცებს, რასაც ამერიკა ითხოვდა”, – განაცხადა დავითულიანმა.

მმართველი გუნდის წევრის განცხადებით, „იმ „ენჯეო” სექტორს, რომელსაც ეკა გიგაური წარმოადგენს, 2%-იანი მხარდაჭერა აქვს”:

„იმ „ენჯეო” სექტორს, რომელსაც ეკა გიგაური წარმოადგენს, 2%-იანი მხარდაჭერა აქვს. საქართველოს სახელით სალაპარაკოდ კონგრესში მიჰყავს 2%-იანი მხარდაჭერის მქონე სექტორის წარმომადგენელი, რომელიც ფინანსურად მთლიანად მათზეა დამოკიდებული. მათი ნებაა, კი ბატონო, წაიყვანონ – სულ ერთია ეკა გიგაური რას ილაპარაკებს ჩვენზე”, – განაცხადა დავითულიანმა.

დავითულიანის განცხადებით, ახლა გარკვეული ჯგუფების მხრიდან, მიზნად რჩება, რომ არჩევნების წინ შექმნას ისეთი განწყობა, რომელიც ოპოზიციის წისქვილზე დაასხამს წყალს და არა მმართველი გუნდის:

„ახლა გარკვეული ჯგუფების მხრიდან, მთლიან შეერთებულ შტატებს ამას ვერ დავაბრალებ, მიზნად რჩება, რომ არჩევნების წინ შექმნას ისეთი განწყობა, რომელიც ოპოზიციის წისქვილზე დაასხამს წყალს და არა ჩვენსაზე. ამას ძალიან ბევრი ჯგუფი ლობირებს თავის ქვეყნებში” – აღნიშნა დავითულიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები