LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა ჩვენ რას ვშვრებით? წარსულში ვიქექებით? ყველამ მაქსიმუმი გააკეთა ვისაც რა შეეძლო, პირველ რიგში ქართველმა ხალხმა… წინ ვიყუროთ მეგობრებო და ბრძოლისთვის მოვემზადოთ!“ – ეკა გიგაური

136
ეკა გიგაური

„ევროპაში ინტეგრაციის პრიცესი გაიყინა! ეს მოსალოდნელი იყო. ამ მთავრობას ევროპაში არავინ მიიღებს, უთხრეს კიდეც ამის შესახებ არჩევნების წინ! არც ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოხდება სანამ სანდო გამოძიება არ ჩატარდება ( საუბარია საერთაშორისო გამოძიებაზე ცხადია)“ – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გიგაური „ფეისბუკში“ წერს, „რუსი ოლიგარქების ადგილი რუსეთშია და არა ევროპაში“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ქართველმა ხალხმა ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო.

გიგაურის განცხადებითვე, „კლეპტოკრატები და ოლიგარქები სამართლიან არჩევნებს არ ატარებენ და არჩევნებით არ მიდიან“, ამიტომ მისივე განცხადებით, ბრძოლა რთული იქნება:

„ევროპაში ინტეგრაციის პრიცესი გაიყინა! ეს მოსალოდნელი იყო. ამ მთავრობას ევროპაში არავინ მიიღებს, უთხრეს კიდეც ამის შესახებ არჩევნების წინ! არც ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოხდება სანამ სანდო გამოძიება არ ჩატარდება ( საუბარია საერთაშორისო გამოძიებაზე ცხადია). რუსი ოლიგარქების ადგილი რუსეთშია და არა ევროპაში…

ახლა ჩვენ რას ვშვრებით? წარსულში ვიქექებით? ყველამ მაქსიმუმი გააკეთა ვისაც რა შეეძლო! პირველ რიგში ქართველმა ხალხმა! ბევრი დააშინეს და მოისყიდეს, მათ ვერ გაუძლეს, მაგრამ მათ გაკიცხვასაც აზრი არ აქვს ახლა ( ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი იყო ალბათ ). ფაქტი ისაა, რომ კლეპტოკრატები და ოლიგარქები სამართლიან არჩევნებს არ ატარებენ და არჩევნებით არ მიდიან!

ამიტომ წინ ვიყუროთ მეგობრებო და ბრძოლისთვის მოვემზადოთ! ეს ბრძოლა რთული იქნება, მაგრამ თუ მოვინდომებთ მოვიგებთ. ყველანაირი მცდელობა ფოკუსის ამ გაყალბებული არჩევნებიდან სხვა საკითხზე გადატანის არის ოცნების ინტერესებში. ამ ქვეყნისთვისთვის იმიტომ არ გვიბრძოლია, რომ ის ასე მარტივად რუსეთს ჩავაბაროთ!“ – წერს ეკა გიგაური.

ნინო წილოსანი: „ველოდები, როდის იტყვის ლომჯარია, რომ აზრი არ მოეკითხება და არავინ უნდა ენდოს, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდი არჩევნების გაუყალბებლობაში არწმუნებდა საზოგადოებას, ან იტყვის სიმართლეს, რომ აფერისტია, მისი მიზანი ხალხის მოტყუებაა“

ევროპაში ინტეგრაციის პრიცესი გაიყინა! ეს მოსალოდნელი იყო. ამ მთავრობას ევროპაში არავინ მიიღებს, უთხრეს კიდეც ამის…

Posted by Eka Gigauri on ოთხშაბათი, 30 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g