შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში 23 წლის ბიჭი მოკლეს.
უწყების ცნობით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მარნეულში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრებ ახლობელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული დაკავებულია და მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.