LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია, საზოგადოება და ხელისუფლება გაერთიანდეს იმ მიზნების გარშემო, რომელიც იყო ჩვენი წინაპრების ოცნება 1918 წლის 26 მაისს: თალაკვაძე

53
არჩილ თალაკვაძე

“დღეს არის დღე, როდესაც ჩვენ ისტორიასთან ერთად, მომავალზე ვფიქრობთ. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გზა გასავლელი ევროპაში ინტეგრაციისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით შეძლებს ამ გზის გავლას და გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.” – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე მოქალაქეებს საქართველოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

თალაკვაძე აღნიშნავს, რომ 1918 წლის 26 მაისი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ქვეყნის უახლოესი ისტორიის და ის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს ახალ თაობასაც:

“განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს საზღვარგარეთ. ძალიან ამაღელვებელია, როდესაც წარმოვიდგენთ, რომ 1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა კრებამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი უახლოესი ისტორიის და ჩვენს თაობასაც აკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა. წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლება და ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეები იღვწოდნენ იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი ყოფილიყო. ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ეს სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა.” – აღნიშნავს თალაკვაძე.

მისი თქმით, დღეს მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე და ხელისუფლება გაერთიანდეს იმ მნიშვნელოვანი მიზნების გარშემო, რომელიც წინაპრების ოცნება იყო 1918 წლის 26 მაისს:

“დღეს არის დღე, როდესაც ჩვენ ისტორიასთან ერთად ვფიქრობთ მომავალზე. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გზა გასავლელი ევროპაში ინტეგრაციისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო წარმატებით შეძლებს ამ გზის გავლას და გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. დღეს მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე და ხელისუფლება გაერთიანდეს იმ მნიშვნელოვანი მიზნების გარშემო, რომელიც გახლდათ ჩვენი წინაპრების ოცნება 1918 წლის 26 მაისს.” – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

დამოუკიდებლობა და თავისუფლება მარტივად არ მოდის, მაგრამ მისთვის ბრძოლა ღირს – ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ: ვიოლა ფონ კრამონი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები