LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავისუფლებისთვის დიდი ბრძოლა, რომელიც მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ დაიწყეს, ჯერ არ დასრულებულა: ვაშაძე

54
გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამ თარიღის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის დიდი ბრძოლა, რომელიც მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ თავისუფლებისთვის დაიწყეს, დასრულებული ჯერ კიდევ არ არის.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, სწორედ ამ იდეალების ეროვნულ სულისკვეთებაზეა დაფუძნებული პოლიტიკური გუნდი “სტრატეგია აღმაშენებელი”:

“საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმიდან გილოცავთ. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ იდეალების ეროვნულ სულისკვეთებაზეა დაფუძნებული ჩვენი პოლიტიკური გუნდი “სტრატეგია აღმაშენებელი”. მინდა, რომ საქართველო იყოს ძლიერი. მე მჯერა, ძლიერი ქვეყნის, ძლიერი ადამიანების, ძლიერი ოჯახების. თავისუფლებისთვის დიდი ბრძოლა, რომელიც მერაბ კოსტავამ, ზვიად გამსახურდიამ დაიწყო ჯერ კიდევ დასრულებული არ არის.” – აცხადებს ვაშაძე.

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g