LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ვიქტორია ბექჰემი მეუღლესთან რომანტიკულ ვახშამზე მამაკაცის პიჯაკით გამოჩნდა

291
bekhamnews

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ნიუ-ორკის ერთ-ერთ რესტორანთან გადაიღეს. პოპულარული წყვილი პაპარაცებმა რომანტიკული ვახშმის წინ დააფიქსირეს. ყურადღება მიიქცია 47 წლის დიზაინერისა და მუსიკოსის ჩაცმულობამ. ვიქტორიამ სამოსი ამჯერადაც საკუთარი კოლექციიდან შეარჩია, ოღონდ ამჯერად მამაკაცის ხაზით. შავ პიჯაკსა და შარვალს ვიქტორიამ გემოვნებით შეუხამა დეკოლტირებული ტოპი, რამაც სამოსს მეტი ქალურობა შესძინა.

დევიდი და ვიქტორია რესტორანთან ხელჩაკიდებულები მივიდნენ. თავის მხრივ კლასიკურ ბრიტანულ სტილში იყო გამოწყობილი დევიდ ბექჰემიც. მას ლურჯი ორბორტიანი პიჯაკი და ნაცრისფერი შარვალი ეცვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g