გამთენიისას, დილის ხუთ საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფასადის მინები ჩაამსხვრიეს. ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.
არხის ინფორმაციით, დაკავებულია 1997 და 1998 წელს დაბადებული ორი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს და დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.