მოქალაქე ნინო ჯავახიშვილი, სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს, რომელზეც წყლის გამაცხელებელში ჩიტების მიერ გაკეთებული ბუდე ჩანს, რამაც მისი განცხადებით, მეგობრის სიცოცხლე იმსხვერპლა. ნინო ჯავახიშვილი ხალხს მოუწოდებს კარგად შეამოწმონ და გაწმინდონ ასეთი გამაცხელებლის მილები, რათა ისინიც არ აღმოჩნდნენ მსგავსი საფრთხის წინაშე:
ძალიან მიჭირს საჭირო სიტყვების პოვნა იმისთვის,რომ მიგახვედროთ,რა ძნელი ყოფილა მეგობრის დაკარგვა. ამ დღეებში ყველა დავიცალეთ ემოციებისგან,ყველა სიტყვა ვთქვით,ყველა ცრემლი დავღვარეთ,ყველა ჯავრი ამოვთქვით,ყველა ჭრილობა გვეტკინა და ყველას შეგვძულდა ჩიტები… ჩვენ საოცრად კარგი მეგობარი გვყავდა-გულიანი,მხიარული,კეთილი,სიცოცხლეზე,საკუთარ მიწა-წყალსა და ბუნებაზე უზომოდ შეყვარებული და … გაგვიფრინდა! ჩიტებმა ფრენა ასწავლეს და წაიყვანეს! ამ სურათზე ალბათ ხედავთ, რა აღმოჩნდა სამზარეულოში დამონტაჟებულ წყლის გამაცხელებელში – ჩიტების ბუდე… ძალიან გთხოვთ, ნუ გადადებთ ხვალინდელი დღისთვის, მოხსენით, შეამოწმეთ და გაწმინდეთ, ვინც მსგავსი გამაცხელებლებით სარგებლობთ! დაიცავით უსაფრთხოება, გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ახლობლების სიცოცხლეს! არ გვინდა, სხვებმაც იგემონ ასეთი სიმწარე, არავინ გვემეტება ასეთი ტკივილისთვის,არავის ვუსურვებთ ამის საკუთარ თავზე გამოცდას!!!
https://www.facebook.com/photo.php?fbid=1781633601869025&set=a.1014598641905862.1073741830.100000672061619&type=3&theater