LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უბის წიგნაკში“ რეიჩელ მაკადამსის ნაცვლად ბრიტნი სპირსს უნდა ეთამაშა – დირექტორის აღიარება

382
page

ჰოლივუდის კასტინგ-დირექტორი, მეთიუ ბარი დღეს „დეილი მეილისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ცნობილი ფილმის „უბის წიგნაკის“ შესახებ ახალ ამბავს ყვება. ირკვევა, რომ კასტინგის დროს რაიან გოლსინგის კანდიდატურა მალევე დამტკიცდა, ყველაზე მეტად გადამღებ ჯგუფს ქალის როლის შემსრულებლის შერჩევა გაუძნელდა. რეჟისორს პრაქტიკულად გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მთავარ როლზე ბრიტინი სპირსი დაემტკიცებინა. 2004 წელს ბრიტნის კარიერა პიკზე იყო, ამიტომ ამ როლისთვის ის ყველაზე მეტად შესაფერისად მიიჩნიეს. ცნობილი კასტინგ-რეჟისორი ინტერნეტში რაიან გოსლინგისა და ბრიტინი სპირისის ფოტოსაც ავრცელებს. თავად სტუდია ქეით ბეკინსეილის კანდიდატურასაც განიხილავდა, თუმცა, მან კასტინგი ვერ გაიარა.

მეთიუ ბარის თქმით, რეიჩელ მაკადამსი მაშინ დამწყები მსახიობი იყო, რომლის ანგარიშზე არცერთი სერიოზული როლი არ ირიცხებოდა. იმის გამო, რომ ბრიტნი სპირსმა დატვირთული გრაფიკის გამო ფილმში მონაწილეობა ვერ შეძლო, არჩევანი გააკეთეს მსახიობზე, რომელიც რაღაცით მიამსგავსეს სპირსს. ასეთი კი რეიჩელი აღმოჩნდა. არადა სწორედ ფილმმა „უბის წიგნაკი“ მოუტანა რეიჩელ მაკადამსსა და რაიან გოსლინგს საქვეყნო აღიარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები