LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ-ში ახლა მსჯელობენ, პარლამენტში ძალიან გაბანძებულები შემოვლენ, თუ ნაკლებად: ელისაშვილი

58
BeFunky-collage (9)

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს “მოქალაქეების” ლიდერი ეხმიანება და ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია ცნობილია, პარტია საკანონმდებლო ორგანში შესვლას აპირებს, თუმცა ახლა მსჯელობენ, “ძალიან გაბანძებულები შევიდნენ, თუ ნაკლებად გაბანძებულები”.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პარტიის წევრებს საკანონმდებლო ორგანოში ელოდება.

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შემოსვლას რომ აპირებს, დიდი ხანია, ცნობილია, უბრალოდ, ძალიან გაბანძებულები შემოვლენ თუ ნაკლებად გაბანძებულები, ახლა ამაზე მსჯელობენ, როგორ გააკეთონ ისე, რომ ძალიან გაბანძებულები არ შემოვიდნენ. მე, რა თქმა უნდა, მათ აქ ველოდები. ჩემი ფეხით გამოთრევას ხომ აპირებდნენ პარლამენტში და ახლა ვნახავ, ჩემი ფეხის გასათრევად შემოდიან თუ იმისთვის, რომ სავარძლებში დასკუპდნენ, ეგ მაინტერესებს.

რა ნამუსით შემოდიან საერთოდ, მთელი იმ სიბინძურის შემდეგ, რაც იყო წარმოებული ჩემი და ლევანის წინააღმდეგ. მაგრამ მათ რომ ღირსება და სინდისი ჰქონდეთ, გამოვიდოდნენ და აღიარებდნენ, ახლა რომ ამბობენ, პოლიტიკური პროცესი შეიცვალაო, გამოვიდნენ და აღიარონ, რომ მე და ლევან იოსელიანმა შევცვალეთ პოლიტიკური პროცესი. სიბინძურეს გავუძელით, რათა რეალური პოლიტიკური ცხოვრება ყოფილიყო წარმართული საქართველოს პარლამენტში, თან რაც მთავარია, “ქართული ოცნებისთვის” გამოგვეგლიჯა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები.” – თქვა ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g