მსახიობ მარინა ჯანაშიას მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს დაკრძალავენ.
მსახიობს 14:00 საათზე რუსთაველის ეროვნული თეატრიდან გამოასვენებენ.
მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში 27 მაისს გარდაიცვალა.
ავთანდილ ვარსიმაშვილი: „სულ ასეთი იყო, მთელი ცხოვრება ანათებდა… გაგიღიმებდა და იმავე წამს გაგითბობდა სულს…“
ქეთევან დუმბაძე: „გადაცემის დასრულებას არ დავლოდებივართ, მომეხვია და ორივემ ვიტირეთ“