LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპრილში საქართველოს ეკონომიკა თითქმის 45%-ით გაიზარდა – საქსტატი

53
ekonomika

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 44.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.1 პროცენტია.

„2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, სამთომომპოვებითი მრეწველობის გარდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელთა საწარმოთა ბრუნვის მოცულობის ზრდა: დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის და დასაწყობების საფინანსო საქმიანობის, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში”,-აღნიშნა დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

მისივე თქმით, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქონლის ექსპორტი გაზრდილია 20%-ით, იმპორტის მაჩვენებელი კი 10%-ით.

„უშუალოდ 2021 წლის აპრილში ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 70%-ით, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 61%-ით, იმპორტი კი გაიზარდა 56%-ით”,-აღნიშნავს თოდრაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g