LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელია: „როცა ეს წერილები წაიკითხა, გაოცდა… ხელი ჩავკიდე და ასე ერთად გავიზარდეთ ბევრ განსაცდელში…“

109
ekabeselia315

ეკა ბესელია ვაჟის დაბადების დღეს აღნიშნავს. ის სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„19 წლისამ დავინახე, როგორი იყო რატი. იქამდე კი დაბადების მოლოდინში  ყოველ დღე ვწერდი წერილებს, ვუყვებოდი, რას ვფიქრობდი და როგორი იყო მისი მოლოდინის ემოცია და ეს იყო არაჩვეულებრივი.

როცა ეს წერილები წაიკითხა, გაოცდა და გულში ჩაიკრა ეს ნაგროვები სიყვარული…

ხელი ჩავკიდე და ასე ერთად გავიზარდეთ ბევრ განსაცდელში…

მერე აღარ მოვყვები, იმდენი რამ იყო…

მთავარია, დღეს ამ სიყვარულში გაზრდილი  შვილის დაბადების დღეა და მე ის ემოცია მაქვს ისევ, რაც მაშინ,  როცა დიდი ლოდინის შემდეგ დავინახე…

ერთი რამ ზუსტად ვიცი: დედაშვილობა გაუზომავი და გადმოუცემელი სიყვარულია  და  არაფერს არ უტოლდება…

გილოცავ, დე და დედის ლოცვას ყოვლისშემძლე ძალა აქვს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g