“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და “მოქალაქეების” დეპუტატი, ლევან იოსელიანი, პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ბიუროს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, კამათის დროს, გიორგი ვაშაძემ კოლეგას უზრდელი უწოდა და ურჩია, წესიერად ილაპარაკოს, რადგან ქუჩაში არ არის: “წესიერად ილაპარაკე, ხმას ნუ უწევ, ქუჩაში კი არ ხარ, პარლამენტში ხარ”.
შეგახსენებთ, დღეს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს “სტრატეგია აღმაშენებელმა” წარადგინა საკანონმდელო ინიციატივა, რომელიც პენსიებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევას გულისხმობს. მსგავსი ინიციატივა ჰქონდათ „მოქალაქეებსაც”. კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა სიტყვიერი შელაპარაკება კანონპროექტს, ვაშაძე ამბობს, რომ – არა.