რა კორექტივებს შეიტანს ექსპრემიერი ქართულ პოლიტიკურ ველზე, როგორი შეიძლება იყოს მისი პერსპექტივები არჩევნებზე და რამდენად აღიქვამს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მას კონკურენტად? – “ენმ”-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი გაშიფრული კანდიდატურაა და მას საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებისთვის რესურსი არ გააჩნია.
“საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც ოპოზირიურადაა განწყობილი ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” მიმართ, გიორგი გახარია გაშიფრული კანდიდატურაა და ყველა კარგად ვხვდებით, რომ ამ ადამიანს არანაირი რესურსი არ გააჩნია საზოგადოებრივი ნდობის მოპოვების.
მისი საპროგრამო გამოსვლის დროს ისეთ საკითხებზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ რიგით მოქალაქეს დარჩა შთაბეჭდილება, ეს ადამიანი არ იყო პრემიერ მინისტრი? თუნდაც ერთი საკითხი მაინც დასახელებულიყო თუ რა გაკეთდა მისი პრემიერ მინისტრობის დროს”,-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.