LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრულად ვაქცინირებულებში, დაავადების განვითარება ვაქცინის ეფექტიანობას არ ეწინააღმდეგება: გაბუნია

55
თამარ გაბუნია

“სრულად ვაქცინირებულ პირებში, დაავადების განვითარება ვაქცინის ეფექტიანობას არ ეწინააღმდეგება.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინა 100%-ით იცავს ლეტალური შემთხვევებისგან და დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისგან:

“ვაქცინების ეფექტიანობა ინფიცირების კუთხით, ვიცით, რომ არ არის 100%-იანი. 90%-ს აღემატება “ფაიზერის” შემთხვევაში, 90%-ს უახლოვდება “ასტრაზენეკა”, 80%-ის ფარგლებშია “სინოფარმი”.

ვაქცინა 100%-ით იცავს ლეტალური შემთხვევებისგან და დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისგან. სრულად ვაქცინირებულ პირებში დაავადების განვითარება არ ეწინააღმდეგება ვაქცინის ეფექტურობას.” – თქვა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g