LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოში მიიწვია

56
58fe3bd97f24b78a7f4b521c0b791b29-XL

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბუნებრივია, შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას. ბატონ პრეზიდენტს გავაცანი ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაცია. ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ ოკუპაციის საკითხებსაც. რა თქმა უნდა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ყველა კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით. ამ ოპტიმიზმით და ამ პათოსით მე მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ ბატონო პრეზიდენტო, რომ ჩვენ ვართ მზად, რომ ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ და ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელოთ ერთად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ჩვენი დიდი სურვილია, თქვენ გიხილოთ თბილისში“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g