LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასაზღვრო პოლიციელმა მოქალაქეს შვილის ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ფული მოსთხოვა: შსს-ს გენერალური ინსპექცია

59
ბრალის წარდგენა/დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს, რომელმაც ერთ-ერთ მოქალაქეს, პატიმრობაში მყოფი შვილის ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, მოტყუებით ფული მოსთხოვა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს თაღლითური გზით დაუფლებული თანხა.

„თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g