LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16-25 ივლისს „არტ-გენი“ გაიმართება

194
194398963-401123127672452-1170470251346110982-n

ფესტივალი „არტ – გენი“ 18 წლის განმავლობაში ემსახურება ტრადიციული და თანამედროვე ქართული კულტურის პოპულარიზაციას.

16-25 ივლისის ფარგლებში, ნიაზ დიასამიძის მიერ დაფუძნებული მუსიკალური ფესტივალი სხვადასხვა მუსიკოსისა თუ ანსამბლის საღამოებს უმასპინძლებს.

დღის განმავლობაში მუსიკალური თუ სხვა სახის აქტივობა გველოდება, – ფოლკლორი, რეწვა, ქორეოგრაფია, კულინარია, ყოველ საღამოს კი – კონცერტი.

კომენდანტის საათის შემთხვევაში, გამოფენები 18:00 – 20:00 საათზე გაიმართება, ფოლკლორური გამოსვლები –  18:00 საათზე, ხოლო დასკვნითი კონცერტი საღამოს რვიდან დაიწყება.

ღონისძიება 16 ივლისს „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება და 25 ივლისს „33 ა“-ს საღამოთი დაიხურება. „არტ-გენში“ მონაწილეობენ ჯგუფი „ფრანი“, ნინო ქათამაძე, „რეგეონი“ და „ჩვენებურები“.

ღონისძიების მედიაპარტნიორია ,,არ დაიდარდო”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g