LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახეთში უზარმაზარმა სატვირთომ შემთხვევით Suzuki დაჭყლიტა

73
suzukinews5

ყაზახეთის ერთ–ერთ რეგიონში ძალიან მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილმა შემთხევით ვერცხლისფერ  Suzuki Grand Vitara XL-7–ს გადაუარა. როგორც ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, იაპონური ავტომობილი მიწასთან გასწორდა და ძალიან უცნაურია ის ფაქტი, რომ ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

სოც–ქსელის მომხმარებლის ინფორმაციით, ავარია 1–ელ ივნისს მოხდა. მშენებლობის ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილით სატვირთოსთან მუშები მივიდნენ. სატვირთოს მძღოლმა ძალიან ახლოს მისული ყველგანმავალი ვერ შეამჩნია და მას გადაურა.

შედეგად Grand Vitara XL-7–ის დიდი ნაწილი გაიჭყლიტა, თუმცა შიგნით მყოფი ადამიანები საღ–სალამათი გადარჩნენ. ავტომობილიდან გადახტომა მათ დროულად მოასწრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები